ქალაქ ოზურგეთს ახალი ავტოსადგური ექნება - საჯარო განხილვა ქალაქის მერიაში
საზოგადოება - 18:19, 12 Apr, 2017     2910
დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო განხილვა გაიმართა, რომელიც ქალაქ ოზურგეთში ავტოსადგურის ადგილმდებარეობის შეცვლას ეხებოდა. პროექტის განხორციელება წულაძის ქუჩის გზაგამყოფი ბორდიურის 10 მეტრიანი მონაკვეთის დემონტაჟს საჭიროებს.

საჯარო განხილვაში მონაწილეობა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს. განხილვას, ასევე, არასამთავრობო და მედია-სექტორი ესწრებოდა.

საჯარო განხილვის მონაწილეებმა ახალი ავტოსადგურის, ასევე, მისი ადგილმდებარეობის შეცვლის მნიშვნელობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილი პროექტი დადებითად შეაფასეს.

ს.ს. ‘’ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგური’’ მგზავრთა მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით, გეგმავს ავტოსადგურის ადგილმდებარეობის შეცვლას. სავარაუდო ტერიტორიად მონიშნულია წულაძის ქუჩის N7. ხსენებული ტერიტორია ინფრასტრუქტურულად მოეწყობა და გათვალისწინებული იქნება ყველა საჭირო ნორმა. ავტოსადგური დააკმაყოფილებს მეორე კატეგორიის სტანდარტს, მოეწყობა პანდუსები, განრიგის ადაპტირებული დაფა უსინათლოებისთვის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოსაცდელი დარბაზი. ავტოსადგურის მიმართულებით, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოხერხებულად და დაუბრკოლებლად მანევრირებისთვის, საჭიროა წულაძის ქუჩის გზაგამყოფი ბორდიურის 10 მეტრიანი მონაკვეთის დემონტაჟი. აღნიშნული დემონტაჟის სამუშაოები არ შეეხება აქ მდებარე ხეებს. ხსენებული პროექტის განხორციელების მიზნით, ს.ს. ‘’ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგური’’ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან ბორდიურის დემონტაჟის ნებართვას ითხოვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42