,,როგორც შევიტყვე ერთ-ერთი დაფინანსებული პროექტი ეხება პროფესიულ, დისტანციურ სწავლებას. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოს მოქალაქეებს შეიძინონ ის უნარ- ჩვევები, რომელიც მათ შემდგომ დასაქმებაში დაეხმარებათ. კონკურსის შედეგად გამოვლენილი პროექტების მოძიება სამინისტროსთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ამ გამოცდილებას აუცილებლად ავსახავთ პოლიტიკის ფორმირებში“- აღნიშნა ქეთევან ნატრიაშვილმა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში სულ 64 განაცხადი გაკეთდა. უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტებისგან შემდგარმა კომისიამ კი 10 საუკეთესო პროექტი გამოავლინა. პროექტების ჯამური ბიუჯეტი, 251,100 აშშ დოლარია, საიდანაც საგრანტო თანხა 172,100 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 30% (79,000 აშშ დოლარი) - კერძო სექტორის თანადაფინანსებაა.
გამარჯვებულ პროექტებს რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმთან ერთად მოეთხოვებათ საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, რომელიც გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას და მისს იმიჯს.
,,პროფესიული განათლება არის უმოკლესი გზა დასაქმებისთვის. მართალია პროფესიული განათლება ჯერ არ არის ისეთი პოპულარული, როგორიც უნდა იყოს რადგან საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა თუ რა პროგრამებია ხორციელდება დღეს ქვეყანაში. პროგრამები, რომლებიც დაეხმარებათ მათ ესა თუ ის უნარი შეისწავლონ- შეითვისონ რათა შემდეგ წარმატებულად დასაქმდნენ. საბედნიეროდ ქვეყანაში ბევრი აქტივობა ხორციელდება, რათა პროფესიული განათლება გახდეს უფრო პოპულარული და მისი სიკეთეები გაიცნოს ფართო საზოგადოებამ“- განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
დაფინანსებული 10 პროექტის მეშვეობით, შემუშავდება დისტანციური სწავლების მეთოდები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელი შეეწყობა მოსწავლეებში, სტუდენტებსა და ზრდასრულებში კონკრეტული პროფესიების პოპულარიზაციას, დაინერგება კერძო სექტორთან თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილების მოდელები და გაძლიერდება სამეწარმეო განათლება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში.
მასალის გამოყენების პირობები