თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყარო"-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის "თიბისი ბანკი"-ში ამ მიზნით გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 1 035 000 ლარი გადაირიცხება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაზარალებული მეწარმეები თანხის აღებას 13 აპრილს, 15:00 საათიდან "თიბისი ბანკი"-ს სამ ფილიალში შეძლებენ: ცენტრალურ ფილიალში-ჭავჭავაძის N11-ში, მარჯანიშვილის ფილიალში - მარჯანიშვილის N 7-ში და დიდუბის ფილიალში - წერეთლის N 117-ში.
"ბავშვთა სამყაროს" მეწარმეები შესაბამისი განაცხადის გაფორმებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ 3 000 ლარს, ერთჯერადი დახმარების სახით, ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღებენ.
თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დახმარება საერთო ჯამში 345 დაზარალებულს გაეწევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება 11 აპრილის საკრებულოს სხდომაზე შევიდა.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად დაიწვა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






