მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა მაისის ბოლოს დასრულდება
საზოგადოება - 16:08, 12 Apr, 2017     2065
დასასრულს უახლოვდება ახალი, მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა. ობიექტი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ევროკავშირის ელჩმა იანუშ ჰერმანმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ბრუნო ბალვანერამ, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერეს. ობიექტზე ასევე იმყოფებოდნენ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

6 ჰექტარ მიწის ფართობზე მდებარე, 377 ავტობუსზე გათვლილი ბაზა, მაისის ბოლოს, ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ, EBRD-ის მხარდაჭერით შეძენილ 143 „MAN”-ის მარკის ავტობუსებს მიიღებს.

გარდა ამისა, 15 აპრილიდან 5 ერთეული ”MAN”-ის მარკის ახალი ავტობუსი დაინიშნება N9 სამარშრუტო ხაზზე. N9 ავტობუსი ვაგზლის მოედნიდან ბაგების მიმართულებით მოძრაობს.

ამ დროისათვის თბილისში სულ ”MAN”-ის მარკის 40 ახალი ავტობუსი 61, 51, 37 და 87 ნომერ მარშრუტებზე მოძრაობს. თბილისის მერიის მიერ შეძენილი 143 ავტობუსი უკვე თბილისშია.

ბაზაზე პროექტით გათვალისწინებულია ყველა იმ ობიექტის მშენებლობა, რომელიც ავტობუსების სრული ციკლით მომსახურებისთვის არის საჭირო: ფარეხები, მომსახურების ცენტრები, სამრეცხაოები, ბენზინ და CNG ტექნოლოგიის გაზგასამართი სადგურები, ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები. ავტობაზა ადაპტირებული იქნება როგორც დიდი, ასევე, საშუალო გაბარიტების ავტობუსების მომსახურებაზე.

შპს „სატრანსპორტო კომპანიის“ დაკვეთით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „დაგი“ აწარმოებს. მშენებლობა გასული წლის ივლისის ბოლოს დაიწყო. პროექტის ჯამური ღირებულება მიახლოებით 19 მლნ ლარია.

„ახალი ავტობაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 143 ახალი ავტობუსი უკვე თბილისშია. ახლა მიმდინარეობს გადახდის სისტემის დამონტაჟება იმ სატრანსპორტო საშუალებებში, რომლებიც უახლოეს მომავალში, უკვე კონკრეტულ ხაზებზე უნდა გავუშვათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ნაწილი რეალიზებულია - ქალაქში უკვე დადის ”MAN”-ის ავტობუსები, მეორე ნაწილიც მალე შეემატება. ავტობაზა, ჯამში, უფრო მეტ ავტობუსზეა გათვლილი. მალე დავიწყებთ ავტობუსების შემოყვანის მეორე ეტაპს, რაც გულისხმობს შედარებით უფრო პატარა გაბარიტების ავტობუსების შესყიდვასა და მიღებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროექტი თბილისის მერიამ 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პროექტის სრული ღირებულება 34 მილიონი ევროა, საიდანაც 27 მილიონი EBRD-ის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი კრედიტია, ხოლო 7 მილიონი ევრო - ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ფონდის E5P-ის გრანტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42