საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა
საზოგადოება - 15:05, 12 Apr, 2017     1062

გიორგი მღებრიშვილმა და დავით სერგეენკომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. კვოტები განისაზღვრა 6 პრეპარატზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ზოპიკლონზე, ბაკლოფენზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე.

კვოტების დადგენის მთავარი მიზანია ქვეყანაში ფსიქოტროპული ფარმაცევტული პროდუქციის შემოტანის რაოდენობის მკაცრად განსაზღვრა და ამ მიმართულებით მონიტორინგის გაძლიერება. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს აღნიშნული მედიკამენტების არასაჭიროებისამებრ მოხმარების შეზღუდვას და ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის პრევენციას.

ბოლო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ არაერთი ცვლილება და რეფორმა განხორციელდა, რამაც ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია. თუმცა, ნარკომანიის ტაბლეტირებული ფორმა კვლავ რჩება ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. შიდა კვოტების განსაზღვრა ტაბლეტირებული სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება სპეციალურმა საბჭომ მიიღო, რომლის თავმჯდომარეა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თანათავმჯდომარე - შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. საბჭოს შემადგენლობაში არიან პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ერთობლივ სათათბირო ორგანოს - საბჭოს აქვს ნებისმიერ დროს შეკრების და დეფიციტის არსებობის შემთხვევაში, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42