მიწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები და მოესმინათ მათ მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები.
ბავშვების საზეიმო განწყობის შექმნაზე იზრუნეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „დეკა“, საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის მსახიობებმა და მაღაზიამ „მუსიკის სახლი“. მაღაზიათა ქსელი „კურა-კურა“-მ მოსწავლეებს საფირმო პროდუქცია გადასცა, რომელიც ბავშვებს ტაქტილურ შეგრძნებებში ეხმარება და კოგნიტურ უნარებს უვითარებს.
ქალაქ თბილისის №198 საჯარო სკოლა საქართველოში პირველი ცენტრია, სადაც 170-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს. სკოლაში ფუნქციონირებს ლეგოტეკა - სათამაშოების ბიბლიოთეკა, თამაშთერაპიის ოთახი, შრომის კაბინეტი, ფსიქო-სოციალური ლაბორატორია, ყოფითი უნარების შესასწავლი კაბინეტი, ადაპტირებული სასადილო და ღია ტრენინგ-ცენტრი.#esida2017
მასალის გამოყენების პირობები