თეატრისა და კინოს ბრიტანელი ვარსკვლავი, ოსკარის ორგზის ნომინანტი მსახიობი და რეჟისორი რეიფ ფაინსი გამოჩენილ საბჭოელ მოცეკვავე რუდოლფ ნურეევზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს.
ეს ფაინსისთვის რიგით მესამე სარეჟისორო ნამუშევარი იქნება.
ბიოგრაფიული დრამა ბალეტის უდიდესი ვარსკვლავის ახალგაზრდობის წლებზე, ლინინგრადის ქორეოგრაფიის სკოლაში სწავლის პერიოდსა და მსოფლიო მასშტაბის ტალანტის დაბადების შესახებ იქნება, რის შემდეგაც 1961 წელსს პარიზში სკანდალური გასტროლის შემდეგ იგი საბჭოთა კავშირში ვეღარ დაბრუნდა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოელი ემიგრანტი გახდა.
ფილმისთვის მთავარ როლებზე რეიფ ფაინსმა უცნობი მსახიობები შეარჩია - რუდოლფ ნურეევის როლს მოცეკვავე ოლეგ ივენკო შეასრულებს, მას პარტნიორობას უკრაინელი თანამედროვე ბალერონი სერგეი პოლუნინი გაუწევს. ფილმში ასევე მიიღებს მონაწილეობას ცნობილი რუსი მსახიობი ჩულპან ხამატოვა.
ფილმის სცენარის ავტორი ასევე ოსკარის ორგზის ნომინანტი (ფილმებით: The Hours, The Reader) ინგლისელი კინოდრამატურგი დევიდ ჰეირია, რომელმაც პირველწყაროდ ავტორ ჯული კავანას წიგნი „რუდოლფ ნურეევის ცხოვრება“ გამოიყენა.
ფილმის პრემიერის თარიღი უცნობია, გადაღებები კი ზაფხულში სანკტ-პეტერბურგში დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები