კომპანია „ფრესკოში“ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სუპერმაკეტების ქსელის ქალთა გასახდელებში ვიდეოკამერებია დამონტაჟებული.
როგორც კომპანიის პრესსამსახურში აცხაებენ, ყოფილი თანამშრომლების მიერ ნახსენები კამერები ღიადაა დამონტაჟებული.
"ფრესკო" ვიდეკამერების დამონტაჟებას ქურდობისა და თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების დაფიქსირებით ქხნის.
„ფრესკოს“ ყოფილი თანამშრომლები კომპანიას ფარულ მიყურადებისა და თვალთვალში ადანაშაულებენ.
ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, გასახდელებში დამონტაჟებულია ფარული ვიდეოკამერები, სადაც აკვირდებიან, როგორ იცვლიან თანამშრომლები ტანსაცმელს. მათი თქმით, ფარული კამერები მხოლოდ ქალების გასახდელშია დამონტაჟებული.
ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, მონიტორინგის ოთახში შესვლაზე წვდომა აქვთ მამაკაცებსაც, მათ შორის, დაცვის უფროსსა და მის მოადგილეს.
მასალის გამოყენების პირობები






