ვასილე ბუმაკოვის თქმით, საქართველოს და მოლდოვას საერთო წარსული აქვთ, შესაბამისად დარგის განვითარების გზაზე ორი ქვეყანა მსგავს პრობლემებსა და სირთულეებს აწყდება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.
"მისალოცია ის ფაქტი, რომ საქართველომ ა.წ. მარტში ევროკავშირთან უკვე გააფორმა ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 5 წლიანი პროგრამა (ENPAღD). ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და მოლდოვაც საქართველოს ბედს გაიზიარებს უახლოეს მომავალში", - განაცხადა ვასილე ბუმაკოვმა.
სტუმარი დაინტერესდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებითაც. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების მხარდაჭერის და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტების განხილვისას, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისაუბრა იმ კონკრეტულ მექანიზმებზე, რომლების მეშვეობითაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფინანასებით გლეხების და მეწარმეების მხარდაჭერა ხორციელდება. ვასილე ბუმაკომვა განმარტა, რომ მოლდოვასაც აქვს გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო საწარმოების სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებისა და ის მოხარული იქნება თუ მხარეები ამ პროექტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ.
მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრისას შალვა ფიფიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სოფლის მეურნეობის განვითარების სამომავლო ხედვის განხილვასაც. მხარეებმა ისაუბრეს დარგის სხვადასხვა მიმართულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების კონკრეტულ მექანიზმებზე.
შეხევდრის დასასრულს, მოლდოვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების წარმოების მინისტრმა თავისი ქართველი კოლეგა მოლდოვაში მიიწვია. შალვა ფიფიამ მადლობა გადაუხადა ვასილე ბუმაკოვს მიწვევისთვის და დასძინა, რომ მზად არის ძალისხმევა არ დაიშუროს, რათა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული გზები შემუშავდეს.
მასალის გამოყენების პირობები






