„მისი ჯანმრთელობა ძალიან მაწუხებდა. ვისთვის, ეს შიმშილობა იყო, ვისთვის მკაცრი მარხვა. ეს თავად იფიქრონ... ახლა ნორმალურად იკვებება, ნორმალურად გრძნობს თავს. აღსარება ჩავიბარე“, - განაცხადა მამა რევაზ სიხარულიძემ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როდის შეძლება ზიარებას დაკავებული სასულიერო პირი, რაზეც მამა რევაზ სიხარულიძემ განაცხადა, რომ მსგავს ვითარებაში დაკავებული დეკანოზის ზიარება მღვდელმთავრების პრეროგატივაა.
„ამ შემთხვევაში, ზიარება ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება, რადგანაც სინოდზე მას შეჩერებული აქვს მღვდელთმსახურება, ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება დამთავრდება და ეს მღვდელმთავრების პრეროგატივაა“- აღნიშნა მამა რევაზმა.
მამა რევაზ სიხარულიძე ადასტურებს, რომ დეკანოზი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას კვლავ ითხოვს, თუმცა მამა რევაზის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე ეს რამდენად მოხერხდება, ამის თქმა ძნელია.
„ის ცდილობს, რომ თავი გაიმართლოს და ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გამოჩნდება“, - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები






