“X-ფაქტორის“ ახალი სეზონი და ყველაზე მაღალი რეიტინგი - მეგაშოუს სატელევიზიო ფურორი
საზოგადოება - 13:44, 11 Apr, 2017     2330
X - ფაქტორის მეოთხე სეზონი დაიწყო. მეგაშოუ სატელევიზიო სივრცეში ბევრი სიახლით დაბრუნდა. სოფო ნიჟარაძესთან და გიორგი გაბუნიასთან ერთად ჟიურიში ლელა წურწუმია და სტეფანე მღებრიშვილიც არიან წარმოდგენილნი.

აღსანიშნავია, რომ მეგაშოუს პირველმა გადაცემამ სეზონზე ყველაზე მაღალი რეიტინგი, 27% დაწერა.

მაყურებელს საშუალება ჰქონდა კონკურსანტთა მრავალფეროვანი შემოთავაზებები ეხილა. X-ფაქტორში მონაწილეობას იღებს 12 წლის თამარ ედილაშვილი, რომელიც ჟიურიმ ერთხმად მოიწონა და მეორე ტურში გადაიყვანა. მეორე ტურში გადავიდნენ 18 წლის სანდრო კურცხალიძე ბათუმიდან, გვანცა ოსიყმაშვილი იდეალური ხმითა და განსხვავებული გარეგნობით, ეკუნა ყანჩაველი, რომელმაც საკუთარი შემოქმედება წარმოადგინა მსმენელის წინაშე, მერაბ ამზოევი, რომელმაც აღფრთოვანება იდეალურ შესრულებასთან ერთად, სიმპათიურობის გამოც დაიმსახურა, ასევე მეორე ტურში გადავიდა ქართველი მორაგბე გოგონა მარიამ გოგუაძე და უნაკლო ხმის ტემბრის მქონე ოთო ღურწკაია, რომელსაც აკომპონიმენტი ჯგუფ „მძიმე ჯვარის“ წევრმა გაუწია. პირველ გადაცემაში თბილისის საკონცერტო დარბაზის დიდ სცენაზე ჯგუფი Outfronts-იც წარსდგა, რომელმაც სამხრეთ აფრიკული ჯგუფის, „KONGOS“ ჰიტი „Come with me now” შეასრულა და მეორე ტურის ბილეთიც მოიპოვა.

მეგაშოუს დასაწყისი გამორჩეული იყო მრავალი ხუმრობით, მაყურებლის განწყობაზე კი იდეალურად ზრუნავდნენ წამყვანები - რუსკა მაყაშვილი და ვანიკო თარხნიშვილი.

რაც შეეხება ნომრებს, რომლებიც მეორე ტურისთვის შესაბამისი არ გამოდგა - სცენაზე გამოვიდნენ „ყველაზე გრძელი ნოტი“ და „ინტელექტუალური ძუძუები“. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაწილეები მეორე ტურში ვერ გადავიდნენ, მათ დამსწრე საზოგადოება და მაყურებელი საკმაოდ გაამხიარულეს.

მეგაშოუ ეთერში 17 აპრილს 22:00 საათზე დაბრუნდება და ასეთივე საინტერესო და მარავალფეროვან ნომრებს წარმოგვიდგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42