თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა სტაბილურია
საზოგადოება - 11:30, 11 Apr, 2017     2762
თურქეთში, ქ. რიზესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტები სტაციონარულ მკურნალობას გადიან.


პაციენტები, თურქეთის რესპუბლიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ. სამედიცინო ხარჯებს, სრულად თურქული მხარე გაიღებს.

გუშინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად, რიზეში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი იმყოფებოდნენ. რეგიონის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დაშავებულთა მდგომარეობას, შეხვდნენ ადგილობრივ ექიმებს და დაზარალებულთა ახლობლებს.

„მოვინახულეთ ავტოავარიის შედეგად დაშავებული ჩვენი მოქალაქეები. სამი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, ორი პაციენტისა კი შედარებით მძიმე. აქ ყველაფერი კეთდება მათ გამოსაჯანმრთელებლად. თურქული მხარე, კერძოდ რიზეს ჯანდაცვის სამსახური საკუთარ თავზე იღებს ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯს. აჭარის მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო კი საჭიროების შეემთხვევაში აანაზღაურებს მათი რეაბილიტაციისათვის საჭირო ყველა შემდგომ ეტაპს“-განაცხადა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ დაშავებული პაციენტების მონახულების შემდეგ.

თურქეთში, მინისტრთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე იმყოფება. რეგიონის წარმომადგენლებმა პაციენტები თურქეთში საქართველოს კონსულთან ავთანდილ მიქაცაძესთან ერთად მოინახულეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა რიზესთან ახლოს 9 აპრილს მოხდა, რის შედეგად დაშავდა მაღალმთიანი აჭარის 6 მკვიდრი, სამწუხაროდ ერთი მათგანი გარდაიცვალა.

თურქეთში, მინისტრი და მუნიციპალიტეტის გამგებელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის დავალებით იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42