გაიგეთ რამდენად ხშირად იყენებთ ქართულ ენას სოციალურ ქსელში
საზოგადოება - 11:16, 11 Apr, 2017     1400
თუ თქვენ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხართ და ხშირად წერთ სტატუსებს და კომენტარებს, ვებგვერდი www.geocheck.ge საინტერესო ექსპერიმენტს გთავაზობთ. პლატფორმის დახმარებით მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ, Facebook-ზე რამდენი პროცენტით წერთ ქართულად. ამისთვის საჭიროა, შეხვიდეთ ვებგვერდზე, გადმოიტანოთ მომხმარებლის ლინკი და პროგრამა თავად დაითვლის, თქვენი აქტივობების რამდენი პროცენტი ხორციელდება მშობლიურ ენაზე და რამდენი ლათინური ანბანით.

სიახლე პროექტის #წერექართულად ფარგლებში დაინერგა და დღეიდან ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია. Geocheck.ge-ით სარგებლობა სოციალური ქსელში აქტიურ კომპანიებსაც შეუძლიათ.

კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, ასევე Facebook-ის მომხმარებლებში ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სულ მალე თქვენ შეგეძლებათ, პროფილის ფოტოზე ფონად თქვენი სახელის პირველი ასო გამოიყენოთ.

ახალი ინციატივებით #წერექართულად 14 აპრილს, დედაენის დღეს აღნიშნავს. პროექტის მიზანი სოციალურ ქსელებში და ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიებში ქართული ენის გამოყენების წახალისებაა.

პროექტის #წერექართულად ფარგლებში უკვე განხორციელდა არაერთი საინტერესო ინიციატივა, მაგალითად, ჩატარდა ახალი ქართული შრიფტების კონკურსი „ქართული ა“, გაიმართა ფონტების ინჟინერიის კურსები, გაციფრულდა ლექსიკონები, შეიქმნა მაიკროსოფტის სათარგმნი პრატფორმა. ყველა პროექტი უნიკალურია და თავის მხრივ, მიზნად ისახავს ქართული ენის პოპულარიზაციას, მის დაცვას ბარბარიზმებისგან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42