კრებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებს შეეხება. პუბლიკაციაში თავმოყრილია ინფორმაცია და დოკუმენტური მასალები დამფუძნებელი კრების 1919 წლის 14-16 თებერვლის არჩევნების, 1919 და 1920 წლის დამატებითი არჩევნების შესახებ. ალბომში წარმოდგენილია მასალები დამფუძნებელი კრების ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის შემადგენლობის, კომისიის საქმიანობის, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების შესახებ დოკუმენტები და ცნობები, უშუალოდ საარჩვნო კამპანიის მასალები და არჩევნების შედეგების ამსახველი დოკუმენტები.
კრებული, საარქივო დოკუმენტებისა და პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილი მასალების გამოყენებით, მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ. ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) პუბლიკაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გამოიცა.
ღონისძიება თსუ I კორპუსის, სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






