რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდის მიერ შერჩეული სტუდენტები ლიბერთი ბანკის სტიპენდიანტები გახდნენ
საზოგადოება - 14:25, 10 Apr, 2017     994
არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდმა ორწლიანი საქმიანობის შედეგები წარადგინა.

სასტიპენდიო ფონდი 2015 წლიდან აფინანსებს რეგიონებში მცხოვრებ სწავლაზე ორიენტირებულ სტუდენტებს, რომლებმაც ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და ჩაირიცხნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, თუმცა სოციალური პირობების გამო ვერ მოახერხეს სახელმწიფო გრანტის მოპოვება.

გორის, სამცხე ჯავახეთის, ა.წერეთლის (ქუთაისის) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფონდის მიერ დაფინანსებული 23 სტუდენტიდან 3 ლიბერთი ბანკის სტიპენდიანტია.

საღამოს ესწრებოდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები და ფონდის დონორები, რომლებმაც განათლების სფეროში ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე საზეიმოდ გაფორმდა მემორანდუმი სასტიპენდიო ფონდს, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტსა და უნივერსიტეტებს შორის.

” ორი წლის მანძილზე ფონდმა შეძლო 23 სტიპენდიანტის დაფინანსება რეგიონის 4 უნივერსიტეტში. ჩვენ ვეხმარებით იმ სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო გრანტს მიღმა დარჩნენ და რეალურად, სხვა დაფინანსების წყარო არ გააჩნიათ. მადლობას ვუხდი ჩვენს დონორებს, ყველას, ვინც გვერდში გვიდგას და ვისთვისაც განათლების სფერო პრიორიტეტია“ - განაცხადა რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდის თანადამფუძნებელმა, ნათია ბუკიამ.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ სასტიპენდიო ფონდის ამ სასიკეთო საქმეში. ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის სწორედ განათლება, რადგან ვთვლით რომ, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროფესიონალური ცოდნისა და უნარჩვევების მიღება, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზება და ფინანსური უზრუნველყოფა.“ - განაცხადა ლიბერთი ბანკის დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42