4 აპრილს, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) თავისუფალ ჭიდაობაში ახალი რეიტინგ ლისტი გამოაქვეყნა, მსოფლიოს ახალ კლასიფიკაციაში სულ 9 ქართველი შევიდა.
57 კგ-ში მსოფლიო რეიტინგს კვლავინდებურად სათავეში უდგას ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მეორე ადგილები შეინარჩუნეს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ (61) და ოლიმპიურმა პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა (125).
23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგმ ავთანდილ კენჭაძე (74) პირველად მოხვდა მსოფლიო რეიტინგში და მე-14 ადგილს იკავებს, პარიზის გრან-პრიზე გამარჯვების შემდეგ შოთა ფარტენაძე (61) მე-18 დან მე-14 ადგილზე დაწინაურდა, ზურა იაკობიშვილი (65) მე-16, დავით ტლაშაძე მე-15, დავით მარსაგიშვილი (86) მე-9 და ელიზბარ ოდიკაძე (97) მე-5 ადგილს იკავებენ.
მასალის გამოყენების პირობები