ფერმერების გადამზადების პროგრამა გრძელდება
საზოგადოება - 15:06, 07 Apr, 2017     1309
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, ფერმერების გადამზადება გრძელდება. რუსთავსა და მარნეულში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე 35-მდე ფერმერს ორკვირიანი ტრეინინგი ჩაუტარდათ. სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა დაინტერესებული პირებისთვის, ფერმერებისა და აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის ბოსტნეული კულტურების (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვ) მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკის, სტრუქტურის და მართვის საკითხების, ასევე, სათბურებში ბოსტნეული კულტურების დაავადებების კონტროლისა და დახურულ გრუნტში ბიოსასუქებისა და ბიოპესტიციდების გამოყენების მექანიზმების სწავლებას.

ტრეინინგის ფარგლებში, მონაწილეებმა სოფელ შულავერში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მზის ერთსივრციანი სათბურები დაათვალიერეს, კვლევების მიმდინარეობას გაეცნენ და ბოსტნეულის მყნობისა და ჩითილების გამოყვანის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

რიგით მერვე ტრეინინგის დახურვას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე დაესწო და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

„სოფლის მეურნეობის და, მათ შორის, სასათბურე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ჩვენი კლიმატური და ნიადაგური პირობები გვაძლევს შესაძლებლობას, არამარტო ჩვენი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, არამედ ქართული პროდუქცია ექსპორტზეც აქტიურად გავიტანოთ. გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული ტრეინინგის ფარგლებში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ფერმერებს სასათბურე მეურნეობის მოწყობაში გამოადგებათ“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

პროექტის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთში უკვე 400-მდე ქართველი ფერმერი/დაინტერესებული პირი გადამზადდა. პროექტის მონაწილე 30 კაციანი ჯგუფი ამ ეტაპზე დამატებით ერთთვიან სასწავლო კურსს ჩინეთის რესპუბლიკაში გადის.

ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე ტრეინინგები მომავალშიც გაგრძლედება. ტრეინინგებში მონაწილეობა უფასოა. შესავსები აპლიკაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ოფიციალურ facebook გვერდზე განთავსდება.

სასწავლო კურსები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორცილდება. ამავე პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის მიერ კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მზის და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური აშენდა, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებისაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42