რეგულაციები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ განაცხადა, რომ რეგულაციები, რომლებიც კანონში ცვლილებების სახით უნდა შევიდეს, ქუცაში თამბაქოს მოწევას არ ეხება.
მისივე განცხადებით, საუბარია შენობებში თამბაქოს მოწევის აკრძალვაზე და არა ღია სივრცეში, იმ შემთხვევაში თუ რესტორანს ღია ტერასა ექნება, მსგავს გარემოში ტამბაქოს მოწევა აკრძალული არ იქნება.
რაც შეეხება ტაქსებში თამბაქოს მოწევას, ტაქსების რეგულაცია შემოვა და დაუყოვნებლივ ამოქმედდება სრული აკრძალვა:
”ამ ეტაპზე აკრძალვა არ ვრცელდება, მაგრამ როგორც კი ტაქსების რეგულაცია შემოვა, მაშინვე ამოქმედდება სრული აკრძალვა ტაქსებში. დღეს ტაქსების არანაირი სტანდარტი და ლიცენზირების ფორმები არ არსებობს. როგორც კი ეს ფორმები შემოვა, იქვე იქნება მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით პირობა ჩადებული”, - განმარტა გიორგი ბახტურიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






