საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა გაიგოს მოქალაქეების აზრი.
“მიზანი არის სახელმწიფოს გააგონოს პირველ რიგში, მოქალაქეების ხმა და შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით შევეცადოთ, რომ დაბრუნდეს პროცესი კონსტიტუციურ სივრცეში იმიტომ, რომ სამწუხაროდ, კანონი, რომელიც ცვლილებებამდე მოქმედებდა, იყო არაკონსტიტუციური, მაგრამ ის ცვლილებებიც, რომელიც პარლამენტმა მიიღო, არ არის შესაბამისობაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და თავად კონსტიტუციასთან“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორის სოფო ვერძეული კი ამბობს:
“კამპანიის პოზიცია არის ის, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა კიდევ უფრო ამძიმებს სამართლებრივ მდგომარეობას და ჩვენ ვფიქრობთ, მოსმენების სფეროში არა თუ არ გაუმჯობესებულა მდგომარეობა, არამედ, კიდევ უფრო პრობლემები შექმნა".
მასალის გამოყენების პირობები






