„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ საერთაშორისო ტურიზმის ფესტივალში მონაწილეობს
საზოგადოება - 18:43, 06 Apr, 2017     2189
„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ და სასტუმრო „მედიჰაუსი“ მოლდოვაში, საერთაშორისო ტურიზმის ფესტივალზე საკუთარი სივრცით არიან წარმოდგენილნი, სადაც მოცემულია დეტალური ინფორმაციაა არამარტო მათი სერვისების, არამედ ზოგადად საქართველოს შესახებ.

ფესტივალზე, რომელიც 9 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, საქართველოსთან ერთად, წარდგენილები არიან თურქეთი, უკრაინა, ბუდაპეშტი, ბულგარეთი, უნგრეთი და ა.შ.

როგორც „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენელი მიშა ქამუშაძე აცხადებს, საქართველოს და კონკრეტულად „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ მიმართ ინტერესი დიდია, შესაბამისად, ეს ფესტივალი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია.

„საერთაშორისო ტურიზმის ფესტივალში, ძირითადად, მონაწილეობენ ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპიდან. აქ ნახავთ სხვადასხვა ტიპის, დაახლოებით, ასამდე კომპანიას, რომლებსაც თავიანთი პროდუქტი, სერვისები აქვთ წარმოდგენილი“, - აღნიშნავს მიშა ქამუშაძე.

„ჩვენ ვმონაწილეობთ სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, წარმოვადგინეთ ჩვენი სასტუმრო კომპლექსი, სამედიცინო ცენტრი. სერიოზული დაინტერესებაა როგორც ქვეყნით, ასევე სასტუმრო და სამედიცინო სერვისებით. მოლდოველები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოსთან არ არის პირდაპირი რეისი,“- ამბობს „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენელი და დასძენს, რომ საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენა არამარტო „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“, არამედ მთელი ქვეყნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“, რომელიც ევროსტანდარტების შესაფერისი ინფრასტრუქტურის და ულტრათანამედროვე სამედიცინო და სამკურნალო აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო კომპლექსია, მომავალშიც აპირებს ასეთ აქტივობებს, მათ შორის კი - უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ვიზიტი უკრაინაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42