ბევრად გამარტივდა პროცესები ბიზნესისთვისაც. დღეს, ნებისმიერი კომპანია ცდილობს სწორედ ინტერნეტ სივრცეში პოზიციონირებას, არსებული ინსტრუმენტების მაქსიმალურად გამოყენებას და მიზნობრივ სეგმენტამდე საკუთარი მესიჯის ეფექტურად მიტანას. თუმცა, აღნიშნული მექანიზმების მიღების და გამოყენების პროცესი ხშირად არ ხასიათდება დაბალი ფასით და სიმარტივით.
მაგალითად, იმისთვის, რომ შექმნათ ნებისმიერი კომპანიის წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი ბიზნეს ვებგვერდი, უნდა მიაკითხოთ რომელიმე დეველოპერულ კომპანიას და ღირებულებაზე რამდენიმე ნულიანის სანაცვლოდ მიიღოთ ერთჯერადი ვებგვერდი, რომელიც მომავალში დამატებით საჭიროებს დაცვას და განახლებას.
რეალურად, შესაძლებლობა არსებობს, თუმცა აქამდე ის არ იყო ხელმისაწვდომი ყველასთვის. სწორედ ამ პრობლემაზე მრავალწლიანი დაკვირვების და მუშაობის შედეგად, ინტერნეტ-მარკეტინგული კომპანია GoodWeb-ის მოტივირებულმა გუნდმა ჩამოაყალიბა ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ნებისმიერი შემოსავლის მქონე ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას ბიზნეს ვებგვერდის ან ინტერნეტ მაღაზიის მარტივად, მიზერულ თანხად, ყოველთვიური ანგარიშსწორების სახით მიღებას. მომხმარებელი არ იხდის თანხას ვებგვერდის დიზაინში ან სისტემაში, რომელიც უნივერსალურია და დამატებით საჩუქრად იღებს რეკლამას რეიტინგულ პორტალებზე, მარკეტინგულ მხარდაჭერას, კორპორაციულ მეილს თუ სხვა ინტერნეტ სივრცეში პოზიციონირებისთვის აუცილებელ მექანიზმებს.
აღნიშნული სერვისი ინოვაციურია ქართული ბაზრისთვის და მთლიანად ანგრევს აქამდე დანერგილ სტერეოტიპებს, მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს არსებულ დეველოპერულ კომპანიებს და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანსა თუ ბიზნესს იმისთვის, რომ განვითარდეს და მიაღწიოს წარმატებას იქ, სადაც მას მომხმარებელი ყველაზე მეტად ელის.
ასე რომ, რეალობა იცვლება და შესაძლებლობები, რომლებიც 21-ე საუკუნის ინფორმაციულმა ერამ მოიტანა, უკვე ხელმისაწვდომია ყველასთვის! მთავარია სურვილი და მონდომება.
მასალის გამოყენების პირობები






