იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსა და უცხოელ კარდიოქირურგებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 16:44, 06 Apr, 2017     1799
მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ბავშვთა კარდიოქირურგიულ დეპარტამენტსა და იტალიის წამყვან კლინიკა „ბამბინო გესუს“ („Bambino Gesu“) და ჩინეთის „ჰებეის ბავშვთა ჰოსპიტალის“ (Hebei Provincial Children's Hospital) კარდიოქირურგიულ დეპარტამენტებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

იტალიელ და ჩინელ კოლეგებთან მემორანდუმის გაფორმების მიზანია კლინიკის სამედიცინო პერსონალისთვის ერთობლივი ტრენინგ-პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა, განსაკუთრებული სირთულის შემთხვევების ერთობლივი მართვა და ახალგაზრდა ქართველი ექიმების სწავლება იტალიის და ჩინეთის კარდიოქირურგიულ კლინიკებში.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 22 საწოლიანი ბავშვთა კარდიოქირურგიული დეპარტამენტი 2015 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალს ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება აქვს მიღებული იტალიის, რუსეთის, ჩინეთის, გერმანიის კარდიოქირურგიულ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებში. დეპარტამენტის გახსნის დღიდან ქართველი და უცხოელი ექიმების გუნდის მიერ ჩატარებულია ასამდე კარდიოქირურგიული ოპერაცია სხვადასხვა სირთულის გულის პათოლოგიის დროს.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას იტალიისა და ვატიკანის ელჩები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42