დავით საგანელიძემ თბილისს ნერგები აჩუქა
საზოგადოება - 16:24, 06 Apr, 2017     1980
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ რაჭაში მდებარე საკუთარი ეზოდან 5000- მდე უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი გამწვანების მიზნით თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დარგო. გამწვანებულ ზონას „რაჭის ხეივანი“ დაერქვა. ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენლებმა მიიღეს.

რაჭის ფიჭვის ნერგები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომღერალ რეზო გელაშვილის სახელობის სკვერშიც დაირგვება. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი უკვე მესამე წელია საკუთარი ეზოდან უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგებს თბილისის შემოგარენში რგავს. ტრადიციას საფუძველი კომპანია „ჰუალინგის“ პრეზიდენტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რაჭაში სტუმრობის დროს ჩაეყარა. თბილისის ზღვაზე „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ათი ათასობით უნიკალური ჯიშის ნერგი უკვე დაირგო.

„მაშინ როდესაც იზრდება მანქანების რაოდენობა დედაქალაქში და გამონაბოლქვი საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს, ვფიქრობ თითეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ მწვანე საფარის შენარჩუნებაზე და მის კიდევ უფრო გაფართოვებაზე, რათა ჩვენც და ჩვენმა შვილებმაც ჯანსაღი, სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ,“ განაცხადა დავით საგანელიძემ.

დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ მისი ინიციატივა მიზნად ისახავდა თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ზოგადად თბილისის გარშემო რეკრეაციული ზონის გაფართოვებაში საკუთარი წვლილის შეტანას.

თბილისის გამწვანება ქართული ოცნების მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. არჩევნების შემდგომ, თბილისის მერია აქტიურადაა ჩართული დედაქალაქის მასშტაბით გამწვანების აქციებში. თბილისის მერიის გარდა, დედაქალაქის მწვანე საფარის განვითარებაზე ასევე ზრუნავენ საქართველოს საპატრიარქო და სხვადასხვა საჯარო სტრუქტურები, რომლებიც პერიოდულად აწყობენ გამწვანების აქციებს დედაქალაქის მასშტაბით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42