მოსახლეობას გადაკეტილი აქვს გზა და ისინი ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების მისვლას ითხოვენ.
ოზურგეთი-ურეკის მიმართულებით შეწყვეტილია საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე ათეულობით ავტომანქანააა გაჩერებული, მძღოლები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
აქციის მონაწილეები გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტვირთმზიდი, მძიმეწონიანი მანქანების აქტიურ მოძრაობას აპროტესტებენ, ითხოვენ ამორტიზებული გზის შეკეთებას:
"გაუსაძლიასია ჩვენი მდგომარეობა. გასულ თვეშიც გვქონდა აქცია, აქ ასეულობით ადამიანი ვიყავით იმავე მოთხოვნით, რაზეც ახლა უკვე ათასი ადამიანი გამოვედით ქუჩაში. არ გავატარებთ მანქანებს, გზა გადაკეტილი იქნება მანამ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ და ადამიანებად არ ჩაგვთვლიან. მტვერში და ტალახში ვიხრჩობით. ფანჯარა ვერ გაგვიღია და სარეცხი ვერ დაგვიფენია ეზოში. გზა სულ გაფუჭებულია. ამხელა მანქანები დადიან, ზანზარებს სახლები. საძირკველიც გამოგვეშლება და უსახლკაროდ დავრჩებით მალე ამათი შემყურე. რამდენჯერ უნდა გამოგვიყვანონ ქუჩაში? მაშინ მოვიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დაგვპირდნენ ყველაფერი მოკლე დროში მოგვარდებაო, მოგვატყუეს. არ გავჩერდებით, გზის გადაკეტვა მიიღებს სისტემატიურ ხასიათს"
„ბავშვებს ნუ დაგვიწყვიტავენ, სად მიდის ამდენი დანაპირები, როდემდე უნდა ვიყოთ ამ მდგომარეობაში?! ივანიშვილის მანქანების და ბიზნესის გამო ბავშვები იწამლება. იძულებული ვართ სოფელი დავტოვოთ. აქ ზაფხულში ცხოვრება არ შეიძლება. ახლა ამბობენ, ამ ქუჩაზე კეთდება ტურისტული ბაზაო, ეს არის მორიგი ტყუილი. ტურისტული ბაზა გვაკლია ამ ქუჩაზე დანარჩენი აწყობილია.“
„პირველ რიგში გვინდა გზა, მძიმეწონიანი მანაქანები მტვერს აყენებენ, აქვე სკოლაა და ბავშვები რომ ბრუნდებიან სახლში, დამტვერილები არიან. ხელისუფლებას არაერთხელ მივმამართეთ, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. გვპირდებიან რომ გავაკეთებ-თქო. ვითხოვთ, ნუ დადიან ეს სატვირთო მანქანები, სახლები დაიბზარა. დანგრევამდეა მისული, მოგვაშორონ ეს მანქანები.“ -აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.
ამ წუთებში ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






