ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზემ-სამკითხველო გაიხსნება, რომელსაც „m2 უძრავი ქონება“ დააფინანსებს
საზოგადოება - 14:03, 06 Apr, 2017     856
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო შეიქმნება, რომლის ნაწილის სარემონტო სამუშაოებსაც კომპანია m2 დააფინანსებს.

აღნიშნული სივრცე სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ კუთხესა და რეგისტრატურას გააერთიანებს. ეროვნული ბიბლიოთეკისა და m2-ის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, ეს ადგილი ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი სივრცე უნდა გახდეს. ის ჩაფიქრებულია, როგორც ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული ადგილი.

ვაჟა-ფშაველას კომპლექსი საღამოობით საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და წიგნის პრეზენტაციებსაც უმასპინძლებს.

„ვაჟა–ფშაველას მუზეუმ–სამკითხველოს შექმნა საკუთარი არსით იქნება ერთგვარი ხიდი ტრადიციულ სამკითხველოსა და ინოვაციურს შორის, ერთგვარად ისეთი, როგორიც იყო თვითონ ვაჟა. ამ სივცრის ნებისმიერი შემადგენილი უკიდერსად მნიშვნელოვანი და საჭიროა თანამედროვე ბიბლიოთეკისთვის“ - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

m2-სთვის, ჩვენი თითოეული თანამშრომლისთვის ძალიან დიდი პატივია ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველოს შექმნაში მონაწილეობის მიღება. გვიხარია, რომ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცე შეემატება. განათლების ხელშეწყობა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვასთან და ადაპტირებული გარემოს შექმნასთან ერთად“ - განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

ვაჟა-ფშაველას დარბაზი შემოდგომაზე გაიხსნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42