სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში - დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა
კრიმინალი - 12:07, 06 Apr, 2017     31947
იოსებიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც „ნიუპოსტს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მდგომარეობა კვლავ მძიმეა.


„პაციენტი კლინიკაში, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იქნა მოყვანილი. აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები. სასიცოცხლო ჩვენებით ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა. მდგომარეობა მძიმეა“- აცხადებს ქირურგი ნიკა კვაჭაძე.

რაც შეეხება უშუალოდ განზრახ მკვლელობის მცდელობას, როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პოლიციას ბრალდებული ან ბრალდებულები არ დაუკავებია.

უცნობია სისხლიანი გარჩევის მოტივიც. როგორც იოსებიძის 69 ნომერში მცხოვრებლები აცხადებენ, გასროლამდე მათ ახალგაზრდებს შორის ჩხუბის ხმა გაიგეს.

ადგილზე მისულმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა ტყვიის მასრები ამოიღეს, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„ღამის ორ საათზე დაახლოებით ოთხი გასროლის ხმა გავიგეთ. ხმაურზე გამოსულს მომესმა, როგორ ყვიროდნენ დაჭრესო“ -აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42