"ჩვენ, ფაქტობრივად, ისტორიულ პროცესს ვახორციელებთ"- ბეგლარ სიორიძე
საზოგადოება - 17:13, 05 Apr, 2017     2179
ქალაქ ოზურგეთში კინოთეატრის რეაბილიტაცია დაიწყება. დღეს ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე „გოსფილმოფონდი“-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს სავკინა გალინას, მთავარ ინჟინერს სერგეი მელნიჩუკს და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს - მიხაილ ვასინის და სვეტლანა დმიტრიევას შეხვდა.

ვიზიტის მიზანს ქალაქ ოზურგეთში კინოთეატრში ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა წარმოადგენდა.

,,გოსფილმოფონდი“-ს წარმომადგენლებმა ქალაქის მერთან ერთად კინოთეატრის შენობა დაათვალიერეს და შენობაში არსებულ სიტუაციას დეტალურად გაეცნენ.

,, მოხარული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში კონოთეატრის რეაბილიტაცია დაიწყება. სტუმრები შენობაში არსებულ სიტუაციას უკვე გაეცნენ და ძალიან საინტერესო გეგმები დასახეს, რისი განხორციელების შემდეგაც, ქალაქ ოზურგეთს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონოთეატრი ექნება. წარმოდგენილი იქნება არა ერთი, არამედ სამი კონოდარბაზი, ასევე, სივრცე პატარებისათვის მულტიპლიკაციური ფილმების სანახავად. ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ახალგაზრდების ერთ-ერთი ძირითადი თხოვნა კინოთეატრის აღდგენა გახლდათ. გამომდინარე აქედან, განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ მათი ეს სურვილი მალე რეალობად იქცევა. სახელმწიფო თეატრი და ფოლკლორის ცენტრი რეაბილიტაციის პროცესშია, მალე კინოთეატრის გარემონტებაც დაიწყება. ამ სამი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებით, ჩვენ, ფაქტობრივად, ისტორიულ პროცესს ვახორციელებთ. ვხედავთ, რომ ქალაქის ცენტრალური ნაწილი აბსოლუტურად იცვლება.“

2016 წელს „გოსფილმოფონდი“-სა და საქართველოს კინოცენტრს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საბჭოთა პერიოდში (1921-91 წლები) შექმნილი ქართული ფილმების საწყისი მასალების დამზადება და საქართველოსთვის მათი ეტაპობრივად გადმოცემა უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპის განხორციელების შემდეგ, როდესაც სამშობლოში 4 ქართული ფილმი ჩამოვიდა, პროექტის პრეზენტაციაზე საქართველოში ვიზიტით ფილმსაცავის გენერალური დირექტორი ნიკოლაი ბოროდაჩევი იმყოფებოდა, რომელმაც გამოთქვა სურვილი „გოსფილმოფონდს“ თავისი რესურსით აღედგინა რომელიმე რეგიონული კინოთეატრი. არჩევანი ოზურგეთის კინოთეატრზე გაკეთდა" - განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგი სიორიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42