სადაზღვეო კომპანია „იმედი L”-ის მიერ შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი და დაბნეული პაციენტი
საზოგადოება - 15:06, 05 Apr, 2017     8385
სადაზღვეო კომპანია „იმედი L”-მა მისი მომხმარებელი ა.თ. შეცდომაში შეიყვანა.

როგორც „აქცენტთან“ საუბრისას ა.თ. აცხადებს, მან სადაზღვეო კომპანიას დაახლოებით ერთი თვის წინ მიმართა.

„გლანდების ოპერაცია მესაჭიროებოდა. მივედი ჩემს დამზღვევ კომპანიაში და მივიტანე კალკულაცია. კომპანიიდან მოგვიანებით დამიკავშირდნენ და მაცნობეს, რომ ჩემი ოპერაცია 90%-ით დაფინანსდებოდა, შესაბამისად, თავად საერთო ხარჯის მხოლოდ 10%–ზე უნდა მეზრუნა. ამის შემდეგ დაინიშნა ოპერაცია. ოპერაციის დღეს კლინიკაში გამოვცხადდი, სადაც ჩემი ოპერაციისთვის სრული მზადყოფნა იყო, მაგრამ უკვე კლინიკაში თანხის გადახდის სულ სხვა ვერსია დამახვედრეს. კერძოდ, მითხრეს, რომ 800 ლარიდან ისინი მხოლოდ 300 ლარს დამიფინანსებდენ. სიტუაციის გარკვევას თავად სადაზღვეო კომპანიაში შევეცადე. ამ ჯერზე კი მითხრეს, რომ მსგავს ოპერაციებს 90%-ით არ აფინანსებენ. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. კლინიკა ოპერაციისთვის მზად იყო, მე კი დამატებითი თანხის მოძიება დამჭირდა, რადგან მსგავსი სიურპრიზისთვის მზად არ ვიყავი. არ მესმის, რატომ თავიდანვე საქმის კურსში არ ჩამაყენეს“ ,– უყვება „აქცენტს“ ა.თ.

„აქცენტი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად „იმედი L”-ს დაუკავშირდა. კომპანიაში სატელეფონო ზარებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ პასუხობენ.

მათ „ფეიქბუქის“ ოფიციალური გვერდის მეშვეობით მოგვწერეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მათ მიერ მოწერილი ინფორმაცია კომენტარად არ გამოგვეყენებინა.

წყარო: "აქცენტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42