სოლომონ პავლიაშვილი: „საქართველომ მოქნილი ანტიდემპინგური კანონი უნდა მიიღოს!“
საზოგადოება - 14:19, 05 Apr, 2017     1308
თებერვალში, წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4,4% შეადგინა, ეკონომიკის რომელმა დარგებმა შეიტანა წვლილი GDP-ს ზრდაში? - ამ თემაზე ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „ბიზნეს კოდში“ გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკონომისტმა სოლომონ პავლიაშვილმა ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს ლარის დევალვაცია საკმაოდ მაღალი იყო და ეს მოსახლეობას ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა, ხელისუფლებამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა, პროვოცირებას არ აჰყვა და ყველაფერი ისე გააკეთა, რასაც თავისუფალი ფასთწარმოქმნა და კონკურენცია მოითხოვს. ამან დადებითი მოლოდინი შექმნა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ, არამედ, ეკონომიკური თეორია ისეთ შემთხვევებს ნაკლებად იცნობს, როცა დევალვაციის დროს ინფლაცია არ ხდება. ამიტომ, სწორედ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ იმპორტიორები ხელისუფლებას ენდნენ და ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინები არ გააჩნეს,“ - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა და დასძინა, რომ მართალია, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 102 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ეს საგანგაშო არაა.

პავლიაშვილის თქმითვე, გალარების პოლიტიკაც, კრიტიკოსთა შეფასების მიუხედავად, პოზიტიური იყო. „ყველაფერმა ამან კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გამოიწვია,“ - აღნიშნა გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და იქვე, ხაზი გაუსვა, რომ რეგიონის ქვეყნებიდან ასეთი ზრდა მხოლოდ საქართველოს აქვს.

როგორც სოლომონ პავლიაშვილმა „ბიზნეს კოდში“ განაცხადა, მთლიან შიდა პროდუქტთან ერთად, ექსპორტიც გაიზარდა: „ექსპორტში 16 პროცენტი სპილენძს უკავია, შემდეგ, 8-9 პროცენტით, ფეროშენადნობი მოდის. ღვინის ექსპორტში კი 6-პროცენტიანი ზრდაა. საერთოდ, გასულ წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 61%ით არის გაზრდილი, რაც შთამბეჭდავია.“

გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის შეფასებით, საქართველომ მონეტარული პოლიტიკის კუთხით სწორი ნაბიჯები გადადგა და ერთი-ორი გაუგებრობის მიუხედავად, ეკონომიკური პოლიტიკა მდგრადი და სტაბილურია. „ხელისუფლება ცდუნებას არ აჰყვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - ამბობს სოლომონ პავლიშვილი.

გარდა ამისა, სოლომონ პავლიაშილმა საგარეო ვალის გასტუმრებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სავალუტო ფონდი საქართველოსთვის დაახლოებით, 272-მილიონიან პროგრამას აკეთებს.

„როცა სავალუტო ფონდი ასეთ ნაბიჯს დგამს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობაა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბიზნესშიც გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება, ანუ ბიზნესში სიმშვიდეა. სწორედ ამით აიხსნება, რომ ამ დევალვაციის პირობებში, 2016 წელს, სააქართველოში, ინვესტიციის სახით, მილიარდ 400 მილიონია შემოსული, თან ინვესტიცია მხოლოდ კომუნიკაციის კი არა, იგივე განათლების სფეროშიცაა ჩადებული. ინვესტირება ცოტა სოფლის მეურნეობაში ჭირს. საერთოდ, სოფლის მეურნეობა მთელ მსოფლიოში რეგულირებადი დარგია. მართალია, მთლად რეგულირების მომხრე არ ვარ, მაგრამ რაღაც პერიოდში რეგულირება ჩვენც მოგვიწევს, თუმცა საერთაშორისო კომპანიები ამ კუთხითაც კარგად მუშაობენ და მხოლოდ საგარეჯოს რაიონში ოთხი წლის განავლობაში 1400 ჰ ვენახი გაშენდა,“ - აღნიშნა გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, რომელიც პრემიერის ინიციატივით შემუშავებულ სოფლის მეურნეობის ახალ სტრატეგიასაც შეეხო და დასძინა, რომ ერთჯერადი კომპენსაციის მომხრე არ არის.

„თუ გვინდა, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ, ვერც დემპინგურ ფასებს დავაწესებთ და ვერც იგივე თურქეთიდან რამე პროდუქციის შემოსვლას შევზღუდავთ. საერთოდ, დემპინგის პრობლემა ევროკავშირსაც უდგას. ამიტომ საქართველოში მნიშვნელოვანია ანტიმონოპოლიური სამსახურის გააქტიურება. მესმის, რომ ეს სამსახური ყველაფერს ვერ გასწვდება, მაგრამ მისი მხრიდან პრევენცია მაინც უნდა იგრძნობოდეს. ამასთან, საქართველომ მოქნილი ანტიდემპინგური კანონი უნდა მიიღოს,“ - მიიჩნეს სოლომონ პავლიაშვილი.

რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, პავლიაშვილის განმარტებით, გარემოს დაცის სამინისტრო კომპლექსური ხასიათის დარგია, რომელიც მოიცავს, როგორც ინჟინერიას, ასევე, სოციალური მიმართულებასაც და ეკონომიკაც საკმაოდ მოცულობითაა წარმოდგენილი. „ბოლო დროს სამინისტრომ მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით გააქტიურა და ჩვენი მიზანია, რომ ეკონომიკაში რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს ბუნებრივი რესურსების გენერაცია,“ - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა და დასძინა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებეს, რათა საქართველოს კანონმდებლობის, გარემოს დაცვის მიმართულებით, ევროკავშირთან მაქსიმალური ჰარმონიზაცია მოხდეს. კერძოდ, მისი თქმით, უკვე შესულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) კოდექსი, ასევ, მიდის ინტენსიური მუშაობა ბიომრავალფეროვნების კანონსა და ტყის კოდექსზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42