თსუ-ში აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა
საზოგადოება - 13:49, 05 Apr, 2017     1181
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„დღევანდელი ღონისძიებები კიდევ ერთი დასტურია გიორგი ახვლედიანის ფასდაუდებელი ღვაწლისა ენათმეცნიერებისა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში. გიორგი ახვლედიანი ითვლება ენათმეცნიერების დარგის ერთ-ერთ ჩამომყალიბებლად საქართველოში. მან წაიკითხა პირველი საუნივერსიტეტო კურსი „ენათმეცნიერების შესავალი.“ სწორედ გიორგი ახვლედიანის „ენათმეცნიერების შესავალი“ იყო პირველი სახელმძღვანელო, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში გამოიცა,“- აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელი.

„გიორგი ახვლედიანს ძალიან დიდი დამსახურება აქვს ქართული უნივერსიტეტის, ქართული მეცნიერების განვითარების წინაშე. დღეს უნივერსიტეტში მოღვაწეობენ მისი მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები და დღევანდელი ღონისძიება არის იმის დასტური, რომ უნივერსიტეტში თაობათა კავშირი გრძელდება,“- განაცხადა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათ ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.

თსუ ბიბლიოთეკასა და მუზეუმში მოეწყო გიორგი ახვლედიანის ნაშრომების, ფოტო და საარქივო მასალების გამოფენა. „უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, წიგნთსაცავის, როგორც მაშინ უწოდებდნენ, პირველი ხელმძღვანელი გიორგი ახვლედიანი გახლდათ. ეს ის წლებია, როდესაც იქმნებოდა დღეს უკვე უმდიდრესი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა და ამ საქმეში გიორგი ახვლედიანის წვლილი არის ძალიან დიდი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოვფინეთ გიორგი ახვლედიანის საეტაპო მნიშვნელობის ნაშრომები, რომლებიც მნახველს მიანიშნებენ, თუ რა დიდი წვლილი შეიტანა გიორგი ახვლედიანმა ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში,“- განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

თსუ მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის ალექსანდრე მარუაშვილის თქმით, „მუზეუმში გამოფენილია როგორც მემორიალური ნივთები, ასევე ფოტოდოკუმენტური მასალა, უნიკალური ხელნაწერები და სხვა. ამ ექსპონატების მეშვეობით ჩვენ ვცადეთ მაქსიმალურად თუ შეიძლება ითქვას ფართოდ წარმოგვედგინა ის მრავალმხრივი მოღვაწეობა, რომელიც გიორგი ახვლედიანს მიუძღვის როგორც უნივერსიტეტის, ისე მეცნიერების წინაშე. ექსპოზიციაში წარმოდგენილია გიორგი ახვლედიანის ხელნაწერები, პირადი ნივთები, მიმოწერა ივანე ჯავახიშვილთან, აკაკი შანიძესთან, არნოლდ ჩიქობავასთან, სიმონ ჯანაშიასთან და სხვებთან. წარმოდგენილი ექსპონატებით მეტ-ნაკლებად არის ბუნებრივია ნაჩვენები.“

ქართული ენათმეცნიერების ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი ახვლედიანის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა კონფერენცია. კონფერენციაზე ქართველმა მეცნიერებმა წარმოადგინეს მოხსენებები, ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი „გიორგი ახვლედიანი.“

საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42