"მექანიკური შეცდომა" - ჭიდაობის ფედერაცია ოკუპირებულ ყირიმში ნაკრების წასვლის ფაქტს უარყოფს
საზოგადოება - 12:04, 05 Apr, 2017     7352

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია უარყოფს გავრცელებულ ინმფორმაციას, იმის შესახებ, რომ 23 წლამდე ასაკი მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებას რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე გაივლის.

როგორც "ნიუპოსტს" ფედრეაციიდან აცნობეს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თემის კომენტირებისას მექანიკური შეცდომა დაუშვა.

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია განმარტავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები მომზადებას ალუშტას ბაზაზე არ გადის. ეს იყო მექანიკური შეცდომა, რომელიც საუბრისას იქნა დაშვებული. ეროვნული ნაკრების ნაწილი ბორჯომში იმყოფება, ნაწილი კი, საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ბერნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა უფროსი ასაკის ნაკრები რამდენიმე დღეა უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის, ადლერში შეკრებაზე იმყოფება, ხოლო დღეს, გუნდს 23-მდე ასაკის წევრებიც შეუერთდებიან, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებენ მზადებას.

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა უკვე გაიარა მზადება სომხეთის ქალაქ წახკაძორში. კარგად დაგეგმილი სასწავლო-საწვრთნელი პროცესების ერთობლიობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და მოჭიდავეებმა ჩვენს ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი და 11 მედალი მოუტანეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ,,კურიერთან“ განაცხადა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები მომზადებას ალუშტას ბაზაზე გაივლის.


ჭიდაობის ფედერაცია ადლერში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42