ორსაუკუნოვანი ხე, რომელშიც ივანიშვილმა ნატანებელ პედაგოგს 15 ათასი ლარი გადაუხადა, გუშინ ტრანსპორტირების დროს შუაზე გადატყდა.
როგორც ადგილიდან, კომპანიის წარმომადგენლებმა გვაცნობეს, ხეს დენდროლოგიურ პარკში აღარ გადაიტანენ.
ამ წუთებშიც ნატანებში იმ გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც წაქცეულმა ხემ ჩახერგა.
დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლის უნიკალური ჯიშის წიფელას დამუშავებაზე რამდენიმე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა და მეორე დღეა ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
ხის გადაზიდვას "ელიტბურჯი" ახორციელებდა, მისი წარმომადგენლები ხის წაქცევის მიზეზებზე არ საუბრობენ.
როგორც ჩვენთან ლ. სურმავას მეზობლები ყვებოდნენ, ხე ივანიშვილის ძალიან მოეწონა და მიუხედავად ექსპერტის რჩევისა, რომ ის ვერც ტრანსპორტირებას გაუძლებდა და მისი გახარების შანსიც ფაქტურად არ არსებობდა, ხე მაინც შეიძინა: "დაინახა ეს ხე და კოცნა და კოცნა. ექსპერტი ვინც ახლდა უთხრა, რომ 250 წლის ხე გადარგვას ვერ გაუძლებდა. მერე რა, არა უშავს, იყოს მაინცო. გადაიხადა ფული და იყიდა"-განუცხადეს სურმავას მეზობლებმა მაშინ ,,გურიის მოამბეს“.
ადგილობრივების თქმით, ბიძინა ივანიშვილი წიფელის სანახავად გუშინ დილითაც იმყო
ფებოდა, მანამ სანამ ხეს გადასატანად მოამზადებდნენ.
წყარო: "გურიის მოამბე"









მასალის გამოყენების პირობები






