პოლონეთის მარეგულირებელი ოფისის დელეგაცია საქართველოს ეწვია
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:36, 05 Jun, 2013     671

5-7 ივნისის ოფიციალური ვიზიტი საქართველო-პოლონეთის მარეგულირებელ ორგანოებს შორის დადებული ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

 

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები კომისიის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაიმართება. მხარეები ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის სხვადასხვა სეგმენტების ზედამხედველობის პროცესის შესახებ ისაუბრებენ. ასევე, ევროკავშირის მიერ ტელესაკომუნიკაციო სფეროში პროეტების დაფინანსების მეთოდოლოგიასაც განიხილავენ. გარდა ამისა, შეხვედრაზე პოლონური მხარე ქართველ კოლეგებს ელექტრომაგნიტური თავსებადობის სატესტო ლაბორატორიის აგების გამოცდილებას გაუზიარებას და რადიო და სატელეკომუნიკაციო დანადგარების შესახებ ევრო დირექტივაში (RTTE) განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრებენ, რადგან პოლონეთის მარეგულირებელი ორგანო უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესში.

ქვეყნებს შორის 2013 წლის თანამშრომლობის გეგმა პოლონეთში დამტკიცდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კარლო კვიტაიშვილი ოფიციალური ვიზიტით 26-29 მაისს იმყოფებოდა ვარშავაში, სადაც პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის პრეზიდენტი, მაგდალენა გაი მასპინძლობდა. შეხვედრებზე დამტკიცდა, რომ 2013 წლის ბოლომდე მარეგულირებელი ორგანოები კვლავ იმსჯელებენ ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასა და "მაპინგზე" (ქვეყნის ინტერნეტ დაფარვის არეალის გაფართოვება). ამ საკითხებს ასევე, დაემატება ოპერატორებს შორის და ოპერატორებსა და მომხმარებლებს შორის დავების გადაწყვეტის მხრივ გამოცდილების გაზიარება, ევროკავშირის მიერ სხვადასხვა პროექტების დაფინანსების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება, RTTE (რადიოდანადგარები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარები) დირექტივაში ცვილებებისა და შესწორებების შეტანა. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა ბაზრის ზედამხედველობის კუთხით, ასევე, პოლონეთის მხარე საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომისიის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს, გაგრძელდება კონსულტაციები იურიდიული საკითხებთან დაკავშირებითაც და სტატისტიკური მონაცემების ვებ პორტალის შექმნის (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სტატისტიკური მონაცემების ვებ პორტალზე მუშაობა უკვე დაიწყო) კუთხითაც.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისს (UKE) შორის ორმხრივი თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42