პაშა ბანკის მხარდაჭერით სოფელ კონდოლში ეკო-პროექტი განხორციელდა
საზოგადოება - 12:34, 04 Apr, 2017     1627

1 აპრილს სოფელ კონდოლში (თელავის რ-ნი, კახეთი) როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ინიციატივით და პაშა ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა გარემოსდაცვითი პროექტი. პროექტის პარტნიორები ასევე იყვნენ World Vision და პალიტრა ჰოლდინგის მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი.

პროექტის ფარგლებში მოხდა სოფ. კონდოლის სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის პრეზენტაცია. სამუშაო პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული სკოლის მოსწავლეები და World Vision-ის ბენეფიციარი ბავშვები. აქვე გაიმართა კინოჩვენება გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და საგანმანათლებლო ლექცია ეკოლოგიაზე. ღონისძიების ფარგლებში ჩამოყალიბებული ეკო-კლუბი იზრუნებს ბაღის მოვლაზე და შეგროვილი მაკულატურა ჩაბარდება პალიტრა ჰოლდინგის მაღაზიათა ქსელ ბიბლუსს და გადაიცვლება ლიტერატურაში.

„პაშა ბანკისთვის აღნიშნული პროექტის მხარდაჭერა ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ასევე გარემოს დაცვით აქტივობებს. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ სამუშაო პროცესში უშუალოდ სკოლის მოსწავლეები და World Vision-ის ბენეფიციარები იყვნენ ჩართული. პაშა ბანკი სამომავლოდაც აქტიურად გეგმავს ე.წ. „მწვანე პროექტებში“ ჩართვას.“- განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

„აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება საქართველოში, რაც შემდგომში შესაძლოა გახდეს სტიქიური მოვლენების და სხვა ზიანის მიზეზი. არსებული პრობლემიდან გამომდინარე, ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა თავისი რესურსები პირველ რიგში მიემართა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სოფ. კონდოლში. არსებული პროექტი გამოირჩევა თავისი მრავალფუნქციურობით: აქ როგორც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე ხდება მუშაობა, ასევე პრაქტიკაში ერთვებიან ახალგაზრდები და თვითონვე იღებენ გამწვანებაში მონაწილეობას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს.“ - განაცხადა როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ჩარტერ პრეზიდენტმა, ბიძინა ქუმსიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42