არჩილ შაშურაშვილი 8-9 აპრილს პენსილვანიის ჩემპიონატზე იასპარეზებს
სპორტი - 12:08, 01 Apr, 2017     4946

ათლეტიზმის ძალოსნური სახეობის _ ძალისმიერი სამჭიდის ერთ-ერთი წარმომადგენელი _ სპორტსმენი არჩილ შაშურაშვილი პენსილვანიის შტატის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 8-9 აპრილს ფილადელფიაში ჩატარდება.

არჩილ შაშურაშვილმა სპორტული აქტივობა ექვსი წლის ასაკიდან დაიწყო, როცა ჭიდაობაში ვარჯიშობდა, 2006 წლიდან კი ძალისმიერ სამჭიდში ჩაერთო აქტიურად და ერთ თვეში საქართველოს თასის გათამაშებაში ჩემპიონი გახდა, საქართველოს ჩემპიონატზე კი უკვე _ რეკორდსმენი. განათლებით იურისტი, ამჟამად, საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენი და სპორტის საერთაშორისო ოსტატია. 2010 წელს იგი საქართველოს უძლიერეს მამაკაცად დაასახელეს, 2011 წელს სატელევიზიო პროექტ `ნიჭიერში~ გამოვიდა, სადაც საკუთარი ძალის დემონსტრირება მანქანის დატრიალებით მოახერხა. რამდენიმე წლის წინ კი შაშურაშვილი ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდა, სადაც ვერცხლის მედალი აიღო, მსოფლიო კლასიკურ ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა.

ცოტა ხნის წინ, შაშურაშვილმა აშშ-ში წასვლა გადაწყვიტა და სპორტულ კარიერას იქ წარმატებით განაგრძობს. აპრილის ჩემპიონატის შემდეგ, არჩილი საქართველოს სახელით ღია ჩემპიონატზე _ თავისუფალ თამაშებში იასპარეზებს, რომელიც პენსილვანიაში ივლისის თვეში გაიმართება. აშშ-ს "ფაუერ ლიფტინგის" (ანუ ძალისმიერი სამჭიდის) ერთ-ერთი უძლიერესი ფედერაცია აქვს, მსოფლიო ფედერაციის შვილობილი და მასში მოხვედრა ძალიან რთულია, არჩილი კი პირველი ქართველია, რომელიც იქ აიყვანეს.

მოგეხსენებათ, ძალისმიერ სამჭიდში სპორტსმენს საკმაოდ მძიმე შტანგის აწევა უწევს. 105კგ წონით კატეგორიაში, რომელშიც არჩილ შაშურაშვილი გამოდის, ვარჯიშზე 420 კილოგრამიანი შტანგა სამჯერ დაძლია, 2015 წელს კი 500კგ ორჯერ ასწია (ჩაჯდომი). როგორც აღნიშნავს, ამ დროს სპორტსმენები სიმძიმეზე არ ფიქრობენ, მხოლოდ გონება უნდა მიმართო, მთავარია, კონცენტრაცია, მონდომება, ფსიქოლოგიური მდგრადობა, მიზანდასახულობა და უნდა დაიჯერო, რომ შენ ეს შეგიძლია. ეს ყველაფერი ნერვული სისტემიდან იმართება და დიდი შრომის შედეგია. არჩილის მწვრთნელი საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად კი _ ვიცე პრეზიდენტი, ბატონი ნიკოლოზ (ნუკრი) სარალიძეა, რომლის რჩევებსაც ის ყოველთვის ითვალისწინებს და მადლობელია, რომ მისი აშშ-ში ყოფნაც სწორედ ბატონი ნუკრის დამსახურებაა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42