ნონა გაფრინდაშვილი სტუმრად თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში
საზოგადოება - 15:29, 03 Apr, 2017     1248
თბილისის 35-ე საჯარო ბაღის აღსაზრდელებს უჩვეულო სიურპრიზი მოუწყეს - გლდანის რაიონში მდებარე ბაგა-ბაღს მსოფლოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილი ესტუმრა.

ინიციატივა, რომელიც ბაღებში ჭადრაკის შესახებ ღია გაკვეთილების ჩატარებისა და პატარებში სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესის გაზრდას ისახავს მიზნად, მსოფლიო ჩემპიონს მაია ლომინეიშვილს ეკუთვნის. პირველი გაკვეთილი 35-ე ბაღის აღსაზრდელებს დღეს სწორედ ჩემპიონებმა ჩაუტარეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბავშვებისთვის ჭადრაკი უცხო არ ყოფილა და რამდენიმე აქტიურმა პატარამ ჩემპიონთან ერთად ითამაშეს. ღია გაკვეთილს თბილისის ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე დაესწრნენ.

ბაღის ადმინისტრაციამ კი თავის მხრივ ღონისძიების გაფორმებაზე იზრუნა და საპატიო სტუმრებს ჭადრაკის ფიგურების კოსტიუმებში გამოწყობილი პატარები და ლამაზი დეკორაციებით გაფორმებული ინტერიერი დაახვედრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია სპორტულ-ინტელექტუალური თამაშების დანერგვა საბავშვო ბაღებში. თუ ბავშვს აქვს მიდრეკილება ჭადრაკის თამაშისკენ, მნიშვნელოვანია, რომ 5-6 წლიდან მას მიეცეს შესაბამისი ცოდნა და გადადგას პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ნამდვილად დასაფასებელია ეს ინიციატივა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მხარს დაუჭერს მის განხორციელებას,“ - განაცხადა თემურ თორდინავამ.

ჭადრაკის შესახებ ღია გაკვეთილებს მაია ლომინეიშვილი გლდანის რაიონის ბაღებში ჩაატარებს. მსოფლიო ჩემპიონს იმედი აქვს, რომ დღევანდელ აუდიტორიაშიც იყვნენ მომავალი ჩემპიონები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42