როგორც "ნიუპოსტის" რეგიონალურ კორესპონდენტს ჯიშკარიანის ოჯახის წევრებმა უთხრეს, ოჯახს დაახლოებით 5 ნიღბიანი დაესხა თავს და შუახნის მამაკაცს სასტიკად სცემეს.
ბოროტმოქმედები ჯიშკარიანებისგან იმ თანხას ითხოვდნენ, რომელიც მათი ინფორმაციით ოჯახმა მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიიღო.
მას შემდეგ კი რაც ჯანსუღ ჯიშკარიანმა მათ გადახდის ქვითარი წარუდგინა, საიდანაც დასტურდებოდა, რომ თანხა შვილის ანგარიშზე ჩარიცხა, თავდამსხმელები მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საბოლოდ ოჯახმა ბოროტმოქმედებს 300 ლარი მისცა.
ჯანსუღ ჯიშკარიანი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ.
როგორც "ნიუპოსტს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
უწყების ცნობით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები.
მასალის გამოყენების პირობები






