საქართველოს პარლამენტში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
საზოგადოება - 15:43, 02 Apr, 2017     1747

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში აუტიზმის ცნობიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. აუტისტური სპექტრის ბავშვებს, მათ მშობლებს და ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ფრაქციის თავმჯდომარე მიესალმა და ორგანიზატორებს დღევანდელი ღონისძიების გამართვისთვის მადლობა გადაუხადა.

„გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოცხადდა. მოხარული ვარ, რომ ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში აუტისტური სპექტრის ბავშვებს ვმასპინძლობთ და მათთან ერთად აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. ვფიქრობ, რომ მომავალში ასეთი ღონისძიებები კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ, რადგან ეს ბავშვები ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენთან ერთად ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ძალიან ბედნიერი თავისი თითოეული მოქალაქით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი და აუტისტ ბავშვთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ეკა არველაძე მიესალმნენ. გამომსვლელებმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე, აუტიზმის შესახებ ინფორმირების გაზრდასა და აღნიშნული სპექტრის ბავშვებზე სახელმწიფოს მიდგომასა და ზრუნვაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ აუტისტური სპექტრის ბავშვის, 12 წლის გიორგი სიჭინავას ნამუშევრები დაათვალიერა.

ღონისძიების დასასრულს ანიმატორებმა ბავშვებისთვის სპეციალური მუსიკალური და გასართობი პროგრამა გამართეს.

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, რასაც ერთხმად შეუერთდა ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი სიხშირით, რის გამოც, ეს საკითხი შეფასდა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად და მნიშვნელოვან გამოწვევად.

აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშნვის მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42