3 600 ლარი 2 ბოთლ ლუდში - თბილისში ღამის კლუბში უცხოელ ტურისტებს ფული გამოსძალეს
კრიმინალი - 15:04, 02 Apr, 2017     19722

თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ინდოელ ტურისტებს 2 ბოთლ ლუდში 3 ათასი ლარის გადახდა მოთხოვეს და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ტურისტები დეტალებს იხსენებენ და ჰყვებიან, რომ მათ თანხა იძულებით გადაახდევინეს და დაემუქრნენ. ტურისტებს იძულებით წაართვეს ტელეფონიც.

,,ცალკე ოთახში გაგვიყვანეს, მერე სამი ადამიანი მოვიდა. კლუბის უსაფრთხოების წარმომადგენლები არ იყვნენ. მაქსიმუმ ათი წუთი გავატარე კულბში, მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ვიფიქრეთ, ბარში ფულს გადავიხდიდითდა წავიდოდით. ბარში 3600 ლარიანი ჩეკები მოგვიტანეს, ვუთხარით რომ ჩვენ მხოლო 2 ბოთლი ლუდი გვქონდა დალეული, მაგრამ მათ გვითხრეს. რომ შამპანიურიც შეუკვეთეთო და ცალკე ოთახში გაგვიყვანეს, იმ დროს მხოლო 4 ადამიანი იყო და გვეუბნებოდნენ რომ გადაგვეხადა. ვუთხარით, რომ ჩვენ ამდენი ფული არ გვქონდა. შემოგვეხვივნენ და ჯიბეებშიც გვიყოფდნენ ხელს.“ - იხსენებს დეტალებს ტურისტი.

ძველი თბილისის რაიონის პოლიციაში ინდოელი ტურისტები დღე გიდთან ერთად მივიდნენ.

გიდი ყვება, რომ ტურისტები 31 მარტის ღამეს იმყოფებოდნენ ერთ-ერთ ღამის კლუბში, რომელიც მათ ტაქსის მძღოლმა ურჩია და მანვე მიიყვანა იქ. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევების შესახებ მანამდეც სმენია.

ღამის კლუბი ,,დოლსი“-დან გამოსული უკმაყოფილო ტურისტების შესახებ ჰყვებიან მიმდებარედ განთავსებულ მაღაზიებშიც. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ამგვარი ფაქტების გამო ტურისტები ხშირად საპატრულ პოლიციას მიმართავენ. მათი თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა დღის განმავლობაში 5 პატრულის ეკიპაჟიც მოსულა, თუმცა უშედეგოდ.

როგორც ირკვევა პრობლემაა ასევე იქ არსებული სავალუტო ჯიხურებიც, სადაც ქართულ ენაზე სხვა კურსია დაფიქირებული, ხოლო რეალურად სხვა კურსით ხდება ფულის გადაცვალა. თუმცა სავალუტო ჯიხურის მეპატრონეები ამ ბრალდებებს უარყოფენ.

ლესელიძის 33-ში მომხდარი ინციდენტით დაინტერესდა ტურიზმის ეროვნული სააგენტო. შს სამინისტრომ ტურისტების მიერ შეტანილი განცხადების საფუძვლზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42