ამის შესახებ კურიერის ეთერში ერთ-ერთმა დაზარალებულმა თამარ ფირცხალაიშვილმა განაცხადა.
ფირცხალაიშვილი კომპანიის მხრიდან მიყენებული ფინანსური ზარალის გარდა, ზეწოლაზეც საუბრობს და ცხადებს, რომ სასამართლო პროცრსის დროს, კომპანიის წარმომადგენელი პაატა სვანიძე, ერთ-ერთ დაზარალებულს ხელითაც შეეხო.
„პროკურატურას ყველა ქონება დაყადაღებული აქვს და ვთხოვთ, რომ არ მოხსნას არავითარ შემთხვევაში. ძალიან უკმაყოფილო ვართ მოსამართლის გადაწყვეტილებით. 194-ე მუხლი რატომ მოიხსნა? რა გარიგება შედგა დამნაშავეებსა და მოსამართლეს შორის, პროკურატურასა და დამნაშავეს შორის, ეს ჩვენ ძალიან გვაინტერესებს,“ - განაცხადა თამარ ფირცხალაიშვილმა.
მისი თქმით, ნინო დარასელის შვილი დაზარალებულებს მუქარის წერილებს უგზავნის.
„ნინო დარასელის შვილი, ზაზა ბერიძე, გვიგზავნის წერილებს, აბსოლუტურად ყველა დაზარალებულს სათითაოდ ჩამოგივლით სახლებშიო. რატომ უნდა ჩამოგვიაროს, ჩვენი გაცნობა უნდა, თუ რამე მუქარას შეიცავს მისი წერილი? ძალიან ვთხოვ, საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ ამ ფაქტით,“ - განაცხადა თამარ ფირცხალაიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






