„ქართელი გმირი დავით ქაჯაია იკავებს პირველ პოზიციას“ - ასეთი სათაურით გავრცელდა TCR-ის ოფიციალურ საიტზე დღევანდელი კვალიფიკაციის შედეგების ინფორმაცია.
კვალიფიკაცია საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ქართველმა მრბოლელმა დათა ქაჯაიამ მოახერხა და დაიკავა პირველი ადგილი, შესაბამისად ხვალ ის თავისი ავტომობილით, ალფა რომეო ჯულიეტათი პირველი ადგილიდან აიღებს სტარტს.
დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ TCR საერთაშორისო სერიის ხვალინდელ ეტაპში მონაწილეობას მიიღებს კიდევ ერთი ქართველი მრბოლელი, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი, შოთა აფხაზავა.
TCR სერიის საკვალიფიკაციო ეტაპთან ერთად სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა სამ კლასში - ფორმულა ალფა, ლეგენდ ქარ და ძარიანი ავტომობილები.
ხვალ, 2 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ქართველ მაყურებელს უნიკაური სანახაობა ელოდებათ.
მასალის გამოყენების პირობები