საქართველოში კამპანია “წითელი ცხვირის დღე” (Red Nose Day) დაიწყო
საზოგადოება - 12:44, 01 Apr, 2017     2809
საქართველოში “წითელი ცხვირის დღე” (Red Nose Day) კამპანია დაიწყო. დღეიდან აპრილის ბოლომდე 60-ზე მეტ სავაჭრო წერტილში ე.წ. წითელი ცხვირი სიმბოლურ ფასად გაიყიდება. გაყიდვებიდან შემოსული თანხა კი საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება.

საქართველო აღნიშნულ საქველმოქმედი კამპანიას ოფიციალურად წელს შეუერთდა.

“წითელი ცხვირის დღე” (Red Nose Day) – ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი საქველმოქმედო აქციაა. 1985 წელს გაჩნდა იდეა, რომ სწორედ იუმორის მეშვეობით შეგროვებულიყო თანხა ბავშვების დასახმარებლად. იდეა, ბრიტანულ საქველმომქედო ორგანიზაცია Comic Relief-ს ეკუთვნის, რომელიც 1985 წელს დაარსდა კომედიური ჟანრის სცენარისტის რიჩარდ კურტისია და კომიკოსი მსახიობის ლენი ჰენრის მიერ და რომელიც ეთიოპიაში ოპერირებს.

1988 წელს პირველად აღინიშნა "წითელი ცხვირის დღე" . 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა და კომიკოსმა მიიღო მონაწილეობა შოუში, რომელიც BBC-ის ეთერში გაშუქდა. გადაცემას 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რისი მეშვეობითაც 15 მილიონი ფუნტი შეგროვდა ბავშვების დასახმარებლად. კამპანიას მოგვიანებით სხვადასხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ.

"წითელი ცხვირის დღე" ორ წელიწადში ერთხელ იმართება. აქციის ორგანიზატორები თანხის შეგროვებას მუსიკოსების, სპორტსმენების, მსახიობების და ჩვეულებრივი ხალხის დახმარებით ცდილობენ.

აქციაზე მისულმა ადამიანებმა აუცილებლად “წითელი ცხვირი” უნდა იყიდონ. მომღერლები კონცერტებს აკეთებენ, სპორტსმენები მარათონს აწყობენ. ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია და ამ აქციიდან შეგროვილი თანხა ბავშვების დახმარებას ხმარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42