მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებზე, დროულ რეაგირებას და მშენებლობის დემონტაჟს ითხოვს.
როგორც ისინი აცხადებენ, მშენებლობა 1989 წლიდან მიმდინარეობს და მიმდებარე ტერიტორიაზე არის ანტისანიტარია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არ არსებობს უსაფრთხოების ნორმები. დგას ამწე, რომელიც არ არის გამაგრებული.
ადგილობრივებმა განცხადებით, თბილისის მერს, დავით ნარმანიას ორჯერ მიმართეს მაგრამ, პასუხი მხოლოდ ის იყო, რომ მათ კომპეტენციაში არ შედიოდა გამოწვეული პრობლემების მოგვარება და რეკრიაციული ზონის მოწყობა.
„20 წლის ავარიული შენობაა, რომელსაც საძირკველი აქვს დამპალი, სავსეა წყლით, არის ანტისანიტარია, ამწე როდის დაეცემა სახლს არავინ არ იცის, 4 დღის წინ მუშას მიწის გაჭრა უნდოდა, მოწყდა მიწა და იგი ცოცხლად დაიმარხა. არის საშიში ზონა. ვითხოვთ გაკეთდეს 7 კორპუსისთვის ერთი რეკრიაციული ზონა“, - აცხადებენ ადგილობრივები.




მასალის გამოყენების პირობები






