თბილისის ვიცე-მერი ეროვნული სასახლის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაციას დაესწრო
საზოგადოება - 18:28, 31 Mar, 2017     1547
თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ია მაქაცარიასთან ერთად, ეროვნული სასახლის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაციას დაესწრო.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ, სასახლის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ასევე, მიმოიხილა პრიორიტეტულ-სტრატეგიული მიმართულებები, კერძოდ: რებრენდინგის პროცესი, მუზეუმის პროექტი, რომლის ფარგლებში დაგეგმილია სასახლის სივრცეებში სამუზეუმო და საგამოფენო სივრცეების მოწყობა, ასევე, ალექსანდრე ქართველიშვილის სამუზეუმო კუთხის და პლანეტარიუმის განახლება.

უახლოეს მომავალში აღინიშნება სასახლის 75 წლის იუბილე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სასახლის ისტორიული შენობის შესახებ სატელევიზიო-დოკუმენტური ფილმისა და კატალოგის შექმნა.

სასახლეში ყოველწლიურად არაფორმალური განათლების ორგანიზაციების ფორუმიც იმართება. ასევე, დაარსდა სასახლის მეცენატთა და მეგობართა კლუბი, მიმდინარეობს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი "საუბრები სასახლის სამკითხველოში". არაფორმალური განათლების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოდელის მიხედვით, მომზადდა თანამედროვე არაფორმალური განათლების გზამკვლევი, ასევე, ჩატარდა საგანმანათლებლო ტრენინგები პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციასთან გაფორმდა ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმები.

ეროვნული სასახლის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაციას, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42