კომპანია "თელასის" ცნობით სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 3 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის და მახალდიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების, მუხიანის I, II მიკრორაიონების, გობრონიძის და შენგელიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის, ხონის, სალხინოს, სენაკის, თეკლეთის, აბაშის, ტაიშის, ლანჩხუთის, გივიშვილის, ჭალადიდის, ასხინის და ლებარდოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, იუმაშევის და წმინდა ბარბარეს (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების II და V კვარტლების, საქსოფმანქანის დასახლების, ტყემალაძის და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაკაბეთის, მესხეთის, ყვარელის, წალენჯიხის და ტოლენჯის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების და კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






