საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეებმა წელს 5 წუთიანი გამოსვლა მოამზადეს თემაზე: ,,განსაზღვრა ნიშნავს შეზღუდვას’“. საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში 20 წელია ტარდება და 34-მა ქართველმა ახალგაზრდა უკვე მიიღო მონაწილეობა ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონკურსში.
„ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი“ (The English Speaking Union, ESU) დაარსდა ლონდონში 1918 წელს, როგორც დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო ორგანიზაცია. მისი მფარველია ინგლისის დედოფალი ელისაბედ II, პრეზიდენტი კი პრინცესა ანა. ერთ დროს, ESU–ს თავმჯდომარე სერ უინსტონ ჩერჩილი იყო. კავშირს, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს 60–ზე მეტი ქვეყანა, კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია. საქართველო კავშირის წევრი 1998 წელს გახდა. ESU სარგებლობს საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები






