შოუ, როგორც ყოველთვის წელსაც ბევრ სიახლეს გვპირდება. ახალ კონკურსანტებთან ერთად ძველ და უკვე ბევრისთვის ცნობილ სახეებსაც ვიხილავთ.
კონკურსანტებს შორის გახლავთ მომღერალი ნიკა ლაზარიაშვილი, რომელიც მაყურებელმა 2013 წელს "ახალი ხმიდან" გაიცნო. ასევე 22 წლის სოფო საჟინიანი, რომლის გამოჩენასაც მაყურებლის ოვაცია მოჰყვა. სოფომ კასტინგზე ბიონსეს სიმღერა შეასრულა.
შესარჩევ ტურშივე გამოჩნდა მომღერალი მაგდა ვასაძე, იმდენად შეცვლილი იმიჯით რომ მომღერლის ცნობა ბევრს გაუჭირდა.
მაგდა ვასაძე მსმენელს „ახალი ხმიდან“ ახსოვს, ის სტეფანე მღებრიშვილის გუნდის წევრი გახლდათ.

რაც შეეხება შოუში დაბრუნებულ სტეფანეს ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ისევ „ერჩის“. ჟიურის წევრთა კინკლაობა და ერთმანეთის კრიტიკა კვლავ გრძელდება და ჟიურის ორ წევრს სოფო ნიჟარაძესა და ლელა წურწუმიას მათი „გაშველება“ უხდებათ ხოლმე.
კინკლაობის გარდა ნახავთ შოუში აცეკვებულ ჟიურის წევრებსაც.
ახალ სეზონში შოუს წამყვანები მხიარული და ენერგიული ვანიკო თარხნიშვილი და რუსკა მაყაშვილი გახლავთ.




მასალის გამოყენების პირობები






