ჯგუფი Four Lines ქუთაისიდან ტალინის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობს
საზოგადოება - 13:06, 31 Mar, 2017     1085
ჯგუფი Four Lines, რომელიც ოთხმა მეგობარმა დაარსა, ტალინის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე გაემგზავრა. Tallinn Music Week-ში, რომელიც 27 მარტიდან 2 აპრილამდე იმართება, მსოფლიოს 33 ქვეყნის მუსიკოსები მონაწილეობენ. საქართველოს ფესტივალზე Four Lines წარმოადგენს. ესტონეთის დედაქალაქში ჯგუფი ხვალ ორ კონცერტს გამართავს.

4 მეგობარს ჯგუფის შექმნის იდეა, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთერთ კლუბში გამოსვლის შემდეგ მათი მუსიკით ჰოლანდიელი ტურისტი დაინტერესდა. სწორედ მან შესთავაზა გოგონებს პირველი ალბომის ჩაწერაში დახმარება. Four Lines-ის მუსიკა არ მიეკუთვნება რომელიმე ერთ კონკრეტულ მიმდინარეობას, ეს არის სხვადასხვა მიმართულებისა და მოტივების ნაზავი.

Four Lines-ს ტალინში გამგზავრებაში თიბისი ბანკის საქველმოქმედო პლატფორმა statusdonates.ge დაეხმარა.

თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ხელოვანი დაფინანსდა. ილუსტრატორი ანა ჩუბინიძე, რომელმაც ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“ გადაიღო ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალში მონაწილეობდა. ანა ჩუბინიძის ნამუშვარი ჟიურიმ და მაყურებელმა შეაფასა და ის საბავშვო ფილმების საუკეთესო 12-ეულში მოხვდა. New-York International Children's Film Festival -ზე 2500 განაცხადიდან მხოლოდ 100 ფილმმა მოიპოვა მონაწილეობის უფლება. ანა პირველი ქართველია, ვისი პროექტიც ფესტივალისფინალისტებს შორის მოხვდა. იგი შეერთებულ შტატებში თავისი ნამუშევრის მსოფლიო პრემიერაზე 15 მარტს თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმის დახმარებით იმყოფებოდა.

statusdonates.ge- მხარდაჭერით კიდევ ერთი ახალგაზრდა გაემგზავრება საზღვარგარეთ. 10 წლის ვირტუოზი პიანისტი გოგონა ახალქალაქიდან, რომელსაც განსაკუთრებული საფორტეპიანო მონაცემები აქვს, ცნობილმა პედაგოგმა და მეთოდოლოგმა მიშელ სონიმ პარიზში მიიწვია. ცნობილი პიანისტის ელისო ბოლქვაძის შეფასებით, ანაჰიტს იშვიათი მუსიკალური ნიჭი აქვს და ხელშეწყობა ესაჭიროება.

ამჟამად პლატფორმა statusdonates.ge-ზე შეგიძლიათ ნახოთ სხვა საინტერესო ისტორიები, რომელთა წარმატებაში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია.

„თამაშობანამ“ უსინათლო ბავშვებისთვის ადაპტირებული, საინტერესო თამაში შექმნა. ეს არის „აფორიზმობანა“, რომელიც ლოტოს პრინციპზეა დაფუძნებული და მასში ქართული აფორიზმებია გამოყენებული. იმისთვის, რომ უსინათლო ბავშვებმა თავიანთ თანატოლებთან ერთად გართობა შეძლონ, საჭიროა ხის სათამაშო დაფებზე ბრაელის შრიფტით დაბეჭდვა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოში მცხოვრებ 300-მდე უსინათლო ბავშვს „აფორიზმობანა“ საჩუქრად გადაეცემა. პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხის ნახევარზე მეტი უკვე შეგროვილია.

აქვე ნახავათ უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის ისტორიასაც, რომელმაც მხედველობის დაკარგვის მიუხედავად, საყვარელი საქმიანობა არ შეწყვიტა. გიორგი უნიკალური მეთოდით ხატავს, მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა რამდენიმე თვის წინ თიბისი გალერეაში გაიმართა. ახლა კი ის პოლონეთში, საერთაშორისო გამოფენაზეა მიწვეული, რისთვისაც ნამუშევრების ახალ სერიას ქმნის. ვარშავაში გასამგზავრებელი თანხის შეგროვებაში გიორგი ქობელაშვილს პლატფორმა statusdonates.ge ეხმარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42