სს „თბილისის თამბაქო“-ს ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ კომენტარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ დღეს გავრცელებული დასკვნაზე გააკეთა, რომელიც სს „თბილისის თამბაქო“-სა და შპს „ფილიპ მორის საქართველო“-ს შორის მიმდინარე დავას ეხება.
კვერენჩხილაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რას ნისნავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს კვლევაში ნათქვამი, რომ დემპინგის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში არ არსებობს. „ვინც ამბობს, რომ საქართველოში სიგარეტის ნაწარმის დემპინგურ ფასებში რეალიზაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა არ არსებობს, მიმაჩნია, რომ იგი კარგად არ იცნობს მოქმედ კანონმდებლობას. მოგეხსენებათ დემპინგურ ფასებს უწოდებენ ისეთ ფასებს, როცა რაღაც პროდუქტის გაყიდვა ხდება თვითღირებულებაზე იაფად. მინდა გითხრათ, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი პირდაპირ კრძალავს სიგარეტის რეალიზაციას თვითღირებულებულებაზე დაბალ ფასად.
რადგან ჩვენმა ოპონენტებმა დავის სასამართლო სივრციდან გატანა და სატელევიზიო ფორმატში განხილვა გადაწყვიტეს, მოგახსენებთ, რომ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს გამოწვევა და პირდაპირ ეთერში დავამტკიცოთ, რომ უკანასკნელ პერიოდში სასამართლოსა და ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ აგორებული არაჯანსაღი კამპანია ემსახურება საზოგადოების დეზინფორმაციას, ქართული სასამართლოს და ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციას და მას არავითარი კავშირი არ აქვს საქმის რეალურ ვითარებასთან“, - განაცხადა „თბილისის თამბაქოს“ ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძენ.
მასალის გამოყენების პირობები






