„საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობაში „ელექტრონული ნარჩენებისთვის“ ყუთები დაიდგა
საზოგადოება - 16:31, 30 Mar, 2017     3737

სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობაში „ელექტრონული ნარჩენებისთვის“ ყუთები დაიდგა.

რკინიგზა პირველი კომპანიაა საქართველოში რომელიც ორგანიზაცია "Enviroserve" მიერ მოწყობილ აქციაში- „ერთად ვებრძოლოთ ელექტრონულ ნარჩენებს!“ ჩაერთო.

"Enviroserve" არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება ელექტრონული მოწყობილობების გადამუშავების კუთხით. კომპანიის სათაო ოფისი და გადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს დუბაიში, მათი საქართველოში საქმიანობა დამოწმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ.

ცნობისათვის: "E-Waste" ანუ „ელექტრონული ნარჩენებს“ განეკუთვნებიან ისეთი სახის ნარჩენები, რომლებიც შეიძლება გადაიყაროს, მაგალითად, ძველი მობილური ტელეფონები, ელექტრო საოფისე მოწყობილობა, კომპიუტერები და ელექტროობასთან დაკავშირებული დეტალები, როგორიცაა: საპარსები, კბილის ელექტროჯაგრისები, მელნის კარტრიჯები და ა.შ.

ელექტრონული ნარჩენები საშიშია, ვინაიდან შეიცავს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორიცაა: ვერცხლის წყალი, ტყვია, ბერილიუმი და კადმიუმი, რომლებიც კანცეროგენულობით ხასიათდებიან და იწვევს თავის ტვინისა და თირკმლის დაზიანებას (განსაკუთრებით ბავშვებში).

GreenPeace ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ელექტრონული ნარჩენები წარმოადგენს მუნიციპალური მყარი ნარჩენების 5%.

"E-Waste" შესაგროვებელი ყუთები განთავსებულია სს „საქართველოს რკინიგზის“ ოფისის შესასვლელში და რკინიგზის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ გამოუსადეგარი ელექტრონული ნარჩენები მასში ნებისმიერ დროს ჩაყარონ.

სს „საქართველოს რკინიგზა“ კიდევ ერთ პროექტში მონაწილეობს: პროექტი „ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს“ ითვალისწინებს სხვადასხვა დაწესებულებებში ე.წ. „მწვანე ყუთების“ დადგმას, რომელშიც ორგანიზაციის თანამშრომლები მაკულატურას განათავსებენ.

კომპანიაში ყოველდღიურად ნარჩენი ქაღალდის დიდი რაოდენობა გროვდება, რომელიც, ნაგვის ყუთებში ჩაყრის ნაცვლად, შეიძლება მეორადად გადამუშავდეს ახალი პროდუქციის წარმოებისთვის. შეგროვებული ნარჩენი ქაღალდი გადასამუშავებლად გადაეცემა გაზეთ „კვირის პალიტრის“ პროექტს „გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე!“. ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ, სპეციალურ პლასტიკურ ბარათზე, ქაღალდის წონის შესაბამისად, ქულები – ე.წ. „ნერგები“ ირიცხება. ბარათზე დარიცხულ ქულებს სს „საქართველოს რკინიგზა“ „პალიტრა მედიის“ ახალ წიგნებში ცვლის, რომელიც მატარებელში განთავსებულ ბიბლიოთეკებში დარიგდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42